|
2019-09-03 20:23:56, 1232 ნახვა
საზოგადოება
შოთა დიღმელაშვილმა აქციის მონაწილეების მოთხოვნები გააჟღერა
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია „სირცხვილია“ მიმდინარეობს. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა განმარტა, დემონსტრანტებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ. „ჩვენი მოთხოვნები არის შემდეგი - გიორგი გახარიას კანდიდატურა აუცილებლად უნდა ჩავარდეს და 50 კაცი რომ წარადგენს და მერე 76 კაცმა მხარი, რომ უნდა დაუჭიროს, რა ტრიუკიც გააკეთეთ ახლა ეგ აალაგეთ, მოწმიდნეთ და წარადგინეთ შემდეგი პრემიერობის კანდიდატი და სასწრაფოდ დაიწყეთ ყველა პროცედურა, რაც აუცილებელია პროპორციული არჩევნების ჩასატარებლად 2020 წელს. ნუ გადაახტებით თქვენს სიტყვებს. სასწრაფოდ ჩაინიშნოს საჭირო სხდომები და დაიწყოს ყველა პროცედურა, რომ უმოკლეს ვადებში უზრუნელყოფილი იყოს ის, რასაც დაპირდით ქართულ საზოგადოებას და გააფორმეთ არჩევნები 2020 წელს. და მესამე, 20 ივნისის ღამეს დაკავებულები გამოუშვით“, - აღნიშნა შოთა დიღმელაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)