|
2019-09-03 12:07:29, 1312 ნახვა
საზოგადოება
ხმაურის გამო, „ევროპული საქართველოს“ დეპუტატები დარბაზიდან გააძევეს - პარლამენტმა მუშაობა განაახლა
საქართველოს პარლამენტის 2019 წლის საშემოდგომო სესია ოფიციალურად გაიხსნა, თუმცა სხდომა ხმაურის გამო ვერ იწყებოდა. კერძოდ, ჰიმნის დასრულების შემდეგ, სასესიო დარბაზში შევიდა ერთ-ერთი აქტივისტი და presa.ge-ის რედაქტორი გიორგი კაპანაძე, რომელმაც პარლამენტის თავმჯდომარეს და უმრავლესობის დაპუტატებს მიმართა. ამის შემდეგ პროტესტი გამოთქვეს, ოპოზიციის წარმომადგენლებმაც. "ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია საყვირით ცდილობდა სხდომის ჩაშლას. ის აგრეთვე საქართველოს ჰიმნის შესრულებისას თვალზე ხელაფარებული იდგა. სხდომა 12:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა შექმნილი ვითარების გამო, ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ის დეპუტატები, რომლებიც სხდომის დაწყებას ხელს უშლიდნენ, რეგლამენტის დარღვევაში დაადანაშაულა და მასზე მითითებით, უთხრა რომ მათ სხდომის დატოვება მოუწევთ. ამის შემდეგ მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა "ევროპული საქართველოს" დეპუტატები დარბაზიდან გაიყვანეს. ცნობისთვის, დეპუტატებმა მიმდინარე კვირაში მთავრობის ახალ შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას უნდა მოუსმინონ, რის შემდეგაც კენჭისყრა გაიმართება. სესიის ფარგლებში განიხილავენ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)