|
2019-09-02 15:25:54, 1166 ნახვა
კომენტარი
კალაძე ბახტაძის FB-პოსტზე: უცხოელი პოლიტიკოსები აქტიურად იყენებენ სოციალურ ქსელებს, რა არის ამაში ცუდი?
„ჩვენი საერთაშორისო მეგობარი პოლიტიკოსები ძალიან აქტიურად იყენებენ „ტვიტერს“, „ფეისბუქს“, „ინსტაგრამს“, ჩვენ რატომ არ უნდა გამოვიყენოთ? რა არის ამაში ცუდი?“, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც მამუკა ბახტაძის მიერ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადების სოციალურ ქსელში გამოქვეყნებას ეხებოდა. ამასთან, კალაძემ ყოფილ პრემიერს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და მისი მმართველობის პერიოდში განხორციელებული ორი რეფორმა გამოყო. „გადაწყვეტილებას რაც შეეხება, მე მინდა მამუკა ბახტაძეს მადლობა გადავუხადო იმ საქმიანობისთვის, რაც მან ამ ხნის განმავლობაში გააკეთა. მისი პრემიერ-მინისტრობიდან გამოვყოფდი ვალების ჩამოწერის პროექტს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჯერ კიდევ მაშინ გააკეთა განცხადება ამ პროექტზე, როდესაც ფინანსთა მინისტრი იყო, შემდეგ უშუალოდ განახორციელა. ძალიან ბევრ ადამიანს, რომელიც პრობლემურ სესხებში იყო, მიეცათ შესაძლებლეობა ახლიდან დაეწყოთ ცხოვრება და კიდევ ერთს რასაც გამოვყოფდი, ეს იყო განათლების მიმართულებით განხორციელებული რეფორმა. ყველაზე მეტად რაც დღეს ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის მომავალს სჭირდება, ეს არის განვითარებული თაობები, ნასწავლი თაობა, რომ შემდეგ ამ ახალგაზრდების ცოდნა გამოვიყენოთ ქვეყნის კეთილდღეობისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)