|
2019-09-02 11:58:45, 1070 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში „ფორსაჟის“ ეპიზოდებს ვერტმფრენიდანაც გადაიღებენ
საქართველოში, ჰოლივუდის ცნობილი ფილმის "Fast and Furious 9"-ის მორიგი ეპიზოდების გადაღება, უპილოტო საჰაერო ხომალდების გარდა, ვერტმფრენითაც განხორციელდება. საჰაერო კინოგადაღება ბელგიური ავიაკომპანია „Heli and Co SA"-ის კუთვნილი EUROCOPTER AS 355N-ის ტიპის ვერტმფრენით განხორციელდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ბელგიურ კომპანიას საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო სამუშაოების (სატელევიზიო და კინოგადაღების ჩატარება) წარმოების ნებართვა 2019 წლის 26 აგვისტოს მიანიჭა. სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების და სპეციალისტების მიერ, ადგილზე მოხდა სპეციალურად მოწყობილი ასაფრენ-დასაფრენი მოედნის და საფრენი ლოკაციების დათვალიერება. ასევე გაიმართა არაერთი სამუშაო შეხვედრა ტექნიკურ ჯგუფთან და ვერტმფრენის პილოტებთან. აგვისტოს დასაწყისში, ამავე ფილმის საჰაერო გადაღებებისთვის, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებული კომპანიის კუთვნილი 8 ერთეული უპილოტო საჰაერო ხომალდი დარეგისტრირდა და სპეციფიკურ კატეგორიაში ექსპლუატაციის ნებართვა მიენიჭა. ჰოლივუდური ფილმის Fast and Furious 9 (ფორსაჟი 9) გადაღება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში" პროგრამის - „გადაიღე საქართველოში" ფარგლებში ხორციელდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)