|
2015-07-10 16:28:29, 1042 ნახვა
სამხედრო
„კრწანისში“ სნაიპერთა მომზადების კურსის დახურვის ცერემონიალი გაიმართა
ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ საერთო-საჯარისო სნაიპერთა მომზადების კურსის დახურვის ცერემონიალი გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კურსის დასრულება სამხედროებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძემ და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიულოცეს. მათ სნაიპერის პროფესიის მნიშვნელობასა და პასუხისმგებლობაზე გაამახვილეს ყურადღება და კურსდამთავრებულებს ქვეყნის სამსახურში წარმატებები უსურვეს. სწავლების მონაწილეებს სერტიფიკატები მინისტრის მოადგილემ, გენერალური შტაბის უფროსმა და მისმა პირველმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ გადასცეს. საერთო-საჯარისო სნაიპერთა მომზადების კურსი 20 აპრილს დაიწყო და დღეს დასრულდა. 21 სამხედრო მოსამსახურე ფსიქოლოგიური და კომპლექსური ტესტირების შედეგად შეარჩიეს. კურსანტები რთულ რელიეფურ და კლიმატურ პირობებში საცეცხლე და ტაქტიკური მომზადების უნარ-ჩვევებს დაეუფლნენ, გაიარეს თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობებიც. დაჯილდოების ცერემონიალის დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გენერალური შტაბის უფროსთან და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნებთან ერთად, სამწყობრო მოედანზე გამოფენილი სნაიპერების სხვადასხვა სახეობის შეიარაღება დაათვალიერა. მოგვიანებით, ანა დოლიძე ეროვნული სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ინფრასტრუქტურას, სიმულაციურ სასწავლო ცენტრს, „ალფონსის“ კლასსა და საარტილერიო სკოლას გაეცნო. მინისტრის მოადგილეს მასპინძლობა ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა ლევან ბერიამ გაუწიეს. ცენტრის ხელმძღვანელობამ სტუმრებს ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ისტორიის, ამოცანის, სტრუქტურისა და სასწავლო პროგრამების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარაბარა ფოსი დაინიშნა
პარტია ლელო : კობახიძის სიტყვები აფხაზეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით საკმარისი არ არის
გახარიას პარტია: აფხაზეთში კომერციული საწვავის იმპორტი საქართველოს უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)