|
2019-08-30 16:26:48, 1816 ნახვა
საზოგადოება
სტივენისა და ნიკო ბურის ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
საბურთალოს რაიონში, კრისტიან სტივენის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 4 855 კვ.მ ფართობზე ასფალტის ახალი, ორფენიანი საფარი დაიგება. აღნიშნულ ტერიტორიაზე ასფალტის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა და მოსახლეობა გრუნტის გზით გადაადგილდებოდა. ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივები განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ. საგზაო სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ. „მიმდინარე წელს საბურთალოს რაიონში მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება. მათ შორის არის სტივენის ქუჩა, სადაც საგზაო სამუშაოები ახლა მიმდინარეობს. მოსახლეობა, რომელსაც გრუნტის გზაზე გადაადგილება უწევდა, პროექტის დასრულების შემდეგ კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებს“, - განაცხადა საბურთალოს გამგებელმა. სამუშაოებს გამგეობის დაკვეთით, კომპანია „იბერი“ აწარმოებს. პროექტის განსახორციელებლად 342 867 ლარია გამოყოფილი. სტივენის ქუჩის პარალელურად, საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს ნიკო ბურის ქუჩაზე. აღნიშნულ ტერიტორიაზე სანიაღვრე ქსელი უკვე მოეწყო, ამჟამად კი, ბორდიურის მოწყობა მიმდინარეობს. ნიკო ბურის ქუჩაზე ასფალტის ორფენიანი საფარი 3 767 კვ.მ ფართობზე დაიგება.
(NS)
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
მუსლიმი ტერორისტი ბერლინში ლგბტ მსვლელობაზე ავტომობილით შევარდა
ზელენსკიმ ირანისთვის რუსეთის დახმარების დეტალები წარმოადგინა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)