|
2019-08-30 14:34:25, 1533 ნახვა
პოლიტიკა
ციხელაშვილი: ყველა ნაბიჯი რომელიც იდგმება ჩორჩანაში სიტუაციის დეესკალაციისკენაა მიმართული
ყველა ნაბიჯი, რომელიც ჩვენი მხრიდან იდგმება, სიტუაციის დეესკალაციისკენ და ზოგადად, უსაფრთხოების გარემოს უზრუნველყოფისკენ არის მიმართული, ისევე, როგორც პოლიციის საგუშაგო ჩორჩანას მახლობლად, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა. როგორც მინისტრმა განაცხადა, სიტუაციის დეესკალაცია არავის ინტერესში არ შედის. „ადგილზე იმყოფებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი და ეუთო-ს სპეციალური წარმომადგენელი ჟენევის თანათავმჯდომარე. ვფიქრობ, ნამდვილად საჭიროა გაცნობიერება, რომ არავის ინტერესში არ შედის რამე ტიპის ესკალაცია. დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ მოსახლეობის ინტერესში ეს არ და ვერ იქნება, საოკუპაციო ხაზის როგორც აქეთ, ისევე იქით მხარეს, იქნება ეს ჩორჩანა თუ წნელისი, არ აქვს მნიშვნელობა. მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო ჩემი მოწოდება და გამოვხატო იმედი, რომ ნებისმიერი განცხადებისა და მოწოდებისგან, რომლის დაანონსებაც ხდებოდა ამ დღეების განმავლობაში, ყველა შეიკავებს თავს და მოხდება სიტუაციის განმუხტვა უსაფრთხოებისა და მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე“, - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)