|
2019-08-30 13:31:16, 1136 ნახვა
საზოგადოება
ევრონიუსის მენეჯმენტი აჭარის ტურისტულ პოტენციალს გაეცნო
აჭარის ტურისტულ პოტენციალს საერთაშორისო ტელეკომპანია „ევრონიუსი“-ს მენეჯმენტი გაეცნო. რეგიონში ვიზიტისას ტელეკომპანიის წარმომადგელებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე შეხვდა, რომელმაც სტუმრებთან ერთად დეპარტამენტისა და „ევრონიუსი“-ს როგორც არსებული, ისე სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი, საერთაშორისო მასშტაბით, რეგიონის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციას „ევრონიუსი“-ს მეშვეობით ბოლო წლებია აქტიურად ანხორციელებს. აჭარის საზღვაო და სამთო პროდუქტები არაერთხელ მოხვდა ევრონიუსის გადაცემებში Metropolitan, Cult, Focus, Adventure, ვიდეობლოგი „24 საათი ბათუმში“ როგორც სიუჟეტების, ასევე სატელევიზიო რეკლამის სახით. გარდა ევრონიუსისა, აჭარის სატელევიზიო რეკლამები ასევე ტრიალებდა Deutsche Welle-ს, BBC-ის, National Geographic-ის, Travel Channel-ისა და გერმანიის ადგილობრივი არხების RTL, N-TV ეთერში. აჭარაში ვიზიტისას „ევრონიუსი“-ს წარმომადგენლები, ასევე შეხვდნენ ქალაქ ბათუმის მერს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრსა და მოადგილეს, ბათუმის საავტორო კინოფესტივალის BIAFF მენეჯმენტს. ტელეკომპანიის წარმომადგენლებმა რეგიონი უკვე დატოვეს.
(NS)
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
მუსლიმი ტერორისტი ბერლინში ლგბტ მსვლელობაზე ავტომობილით შევარდა
ზელენსკიმ ირანისთვის რუსეთის დახმარების დეტალები წარმოადგინა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)