11:40 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-30 13:27:39, 1485 ნახვა

საზოგადოება
ბათუმი კლასიკური მუსიკის ფესტივალს მასპინძლობს

1 სექტემბერს  ბათუმში შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების მეშვიდე საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება. ფესტივალს ცნობილი ქართველი პიანისტის  ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდი «ლირა» მართავს. ფესტივალი თიბისის მხარდაჭერით ტარდება. 

10 დღის განმავლობაში  ფესტივალი მსოფლიოში აღიარებულ მუსიკოსებს და ასევე საქართველოს მომავალი თაობის ვარსკვლავებს უმასპინძლებს.

ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი დაარსების დღიდან, ახალგაზრდა ქართველი ტალანტების ხელშეწყობაა. მასტერკლასების ფორმატში ხდება საგანმანათლებლო პროგრამების ინტეგრირება ინოვაციური მეთოდებით, რაც ახალგაზრდების მუსიკალურ დონეს ეფექტურად აამაღლებს. მასტერკლასებს ცნობილი ფრანგი მუსიკოსი და მეთოდოლოგი მიშელ სონი ჩაატარებს. საქართველოს რეგიონის ყველა კუთხიდან მუსიკოსებს შეუძლიათ მონაწილეობის მიღება. გამორჩეულები კი მიწვეულნი იქნებიან საზღვარგარეთ საერთაშორისო პროგრამებში და კონცერტებში მონაწილეობის მისაღებად.

ფესტივალი  იუნესკოს მაღალი პატრონაჟით ტარდება, რაც მას განსაკუთრებულ და უნიკალურ სტატუსს ანიჭებს.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
მუსლიმი ტერორისტი ბერლინში ლგბტ მსვლელობაზე ავტომობილით შევარდა
ზელენსკიმ ირანისთვის რუსეთის დახმარების დეტალები წარმოადგინა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics