|
2019-08-30 12:38:06, 1144 ნახვა
პოლიტიკა
ჩუგოშვილი - ჩორჩანასთან სიტუაცია კონტროლის ქვეშაა, მთავარია პროვოკაციებს არ წამოვეგოთ
ჩორჩანასთან სიტუაცია კონტროლის ქვეშ არის და ასეც დარჩება, გვმართებს მაქსიმალური გონიერება, რომ პროვოკაციებს არ წამოვეგოთ, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა სოფელ ჩორჩანაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას განაცხადა. როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, ბოლო პერიოდის განმავლობაში ძალიან გააქტიურდა საოკუაციო მხარე და სხვადასხვა ტიპის პროვოკაციებს აწყობს. „საქართველოს აქვს პრინციპული პოზიცია პოლიციის საგუშაგოსთან დაკავშირებით, რომ პოზიციის შეცვლას არ აპირებს. ხელისუფლება ვითარებას სრულად აკონტროლებს დ მუშაობს, რომ ამ პროცესს შემდგომი ესკალაცია ან გართულება არ მოჰყვეს. ვფიქრობ, ხელისუფლება შეძლებს, დღევანდელი მოლაპარაკება იმდაგვარად დასრულდეს, რომ საგუშაგო დარჩეს იმ ადგილას, სადაც არის. რაც შეეხება ოპოზიციას, მათ აბსურდულ ბრალდებებზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ. წინა უპასუხისმგებლო ხელისუფლებისგან განსხვავებით, ქართული მხარე ერთადერთ რამეს ცდილობს – ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა იმდაგვარად შევინარჩუნოთ, რომ პროვოკაციებს არ წამოვეგოთ, რომელიც რუსეთის მხრიდან მოდის. ეს პროვოკაციები მრავალგვარია, ბოლო თვის განმავლობაში ძალიან გააქტიურდა მას შემდეგ, რაც დაიწყო მავთულხლართების გავლება და შემდეგ კიდევ ამას სხვადასხვა პროცესები მოჰყვა. გვმართებს მაქსიმალური გონიერება“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)