|
2019-08-29 18:47:55, 6079 ნახვა
მსოფლიო
ფრანკფურტის აეროპორტში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელსაც საზღვარზე 12 ჩემოდანი სიგარეტი გადაჰქონდა
გერმანიაში, ქალაქ ფრანკფურტის აეროპორტში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელსაც საზღვარზე 12 ჩემოდანი სიგარეტი გადაჰქონდა, - ამის შესახებ fnp.de იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე გერმანიაში საბრძნეთის დედაქალაქ ათენიდან ჩავიდა. 33 წლის მამაკაცის ბარგის შემოწმებისას, ჩემოდნებში, ჯამში, 48 ათასი ღერი სიგარეტი აღმოაჩინეს. მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქის გარდა საქმეში ასევე ფიგურირებენ ბელარუსის, სომხეთის და უკრაინის მოქალაქეებიც, თუმცა მათი დაკავება ამ დრომდე ვერ მოხერხდა. პოლიცია ვარაუდობს, რომ ისინი გააფრთხილეს და მათ კიდევ რამდენიმე ჩემოდანი აეროპორტში დატოვეს, თვითონ კი, ადგილიდან მიიმალნენ. ნაპოვნ ჩემოდნებში კიდევ 230 ათასი ღერი სიგარეტი იყო. გამოცემა წერს, რომ საქართველოს მოქალაქის დეპორტაცია თბილისში უკვე განხორციელდა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)