11:37 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-29 17:21:22, 1539 ნახვა

საზოგადოება
3 სექტემბრამდე ვაჟა-ფშაველას გამზირზე ავტომანქანების გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს  ინფორმაციით, ვაჟა-ფშაველას გამზირზე „სითი-მოლის“ მშენებლობასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 29 აგვისტოს 17:00 საათიდან 3 სექტემბრის 24:00 საათამდე ვაჟა-ფშაველას გამზირზე ავტომანქანების გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.

უწყების ცნობით, ავტომანქანების გადაადგილება აიკრძალება ვაჟა-ფშაველას ძეგლიდან „გუდვილის“ მიმართულებით. ავტოტრანსპორტი ვაჟა-ფშაველას ძეგლიდან დავით თავხელიძის ქუჩის გავლით იმოძრავებს პეტრე ქავთარაძის ქუჩის მიმართულებით, საიდანაც მოძრაობას ყაზბეგის გამზირზე გააგრძელებენ.  

„გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტომანქანების გადაადგილებას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები დაარეგულირებენ“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
მუსლიმი ტერორისტი ბერლინში ლგბტ მსვლელობაზე ავტომობილით შევარდა
ზელენსკიმ ირანისთვის რუსეთის დახმარების დეტალები წარმოადგინა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics