|
2019-08-29 12:18:08, 1714 ნახვა
საზოგადოება
სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა კაცი, რომელმაც ბათუმში 22 წლის პოლიციელი მოკლა
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა კაცი, რომელმაც ბათუმში 22 წლის პოლიციელი თარაშ მუკბანიანი მოკლა. მკვლელობა 2014 წლის 27 დეკემბერს ღამის კლუბ "ლეგასში" მოხდა. მკვლელობაში მსჯავრდებული რამაზ დევაძეზეა, რომელიც 2015 წლის თებერვალში სარფის საბაჟო გამშვები პუნქტიდან საქართველოს დატოვებას ცდილობდა, თუმცა ის პოლიციამ დააკავა. სახელმწიფო ბრალდების ინფორმაციით, რამაზ დევაძე კლუბში მეგობართან ერთად იმყოფებოდა, რომელიც ამავე საქმეზე არის ბრალდებული. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც რამაზ დევაძის მეგობარმა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალებს ავიწროვებდა და მათგან სექსუალური ხასიათის მომსახურებას ითხოვდა. სწორედ ამ ფაქტს შეესწრო პოლიციელი თარაშ მუკბანიანი, რომელიც სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულებდა, თუმცა თან ჰქონდა ტაბელური იაღარი. ის ჩაერია კონფლიქტში, რომელიც შემდგომ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ჩხუბში ჩაერია რამაზ დევაძეც. თავდაპირველად ორივე ბრალდებულმა პოლიციელი სცემეს, რის შემდეგაც რამაზ დევაძემ მუკბანიანის ტაბელური იარაღიდან მას თავის არეში ესროლა, რის შედეგადაც უკანასკნელი გარდაიცვალა. რამაზ დევაძეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 12-წლიანი თავისუფლებსი აღკვეთა მიუსაჯა. მისჯილი სასჯელიდან დევაძემ მხოლოდ 5 წელი მოიახადა, რის შემდეგაც ის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა.
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
მუსლიმი ტერორისტი ბერლინში ლგბტ მსვლელობაზე ავტომობილით შევარდა
ზელენსკიმ ირანისთვის რუსეთის დახმარების დეტალები წარმოადგინა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)