|
2019-08-26 12:40:09, 2349 ნახვა
მსოფლიო
Der Spiegel - პროკურატურა ვარაუდობს, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა შეკვეთილი იყო
გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, პანკისის ხეობის მკვიდრის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა შეკვეთილი იყო, - ამის შესახებ Der Spiegel პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვერსიაზე დაყრდნობით იუწყება. ბერლისნი მთავარი პროკურორის განცხადებით, ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებული 49 წლის რუსეთის მოქალაქეა, რომელიც გერმანიაში თავდასხმამდე რამდენიმე კვირით ადრე ჩავიდა. პროკურორის მტკიცებით, გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს და ხანგოშვილის მკვლელობის საქმეში ყველაზე სავარაუდო ვერსიად „პროფესიონალურად დაგეგმილი და შესრულებული შეკვეთილი მკვლელობა“ სახელდება. თვითმხილველი აცხადებს, რომ თავდამსხმელმა ხანგოშვილის მისამართით 2 გასროლა დამიზნებით განახორციელა. მედია საშუალების ინფორმაციით, ნატოს რამდენიმე ქვეყნის სპეცსამსახურებს მიაჩნიათ, რომ ხანგოშვილის მკვლელობა პოლიტიკურ ნიადაგზე მოხდა, რომელიც რუსეთის სადაზვერვო სამსახურმა დაგეგმა. ასეთი ვარაუდის საფუძველს გამოძიებას მისი ბიოგრაფია აძლევს. Der Spiegel-ი იტყობინება, რომ საქართველოში მასზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ხანგოშვილი უკრაინაში გადაბარგდა, სადაც ადგილობრივ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა და რუსეთის გავლენის წინააღმდეგ იბრძოდა. მორიგი თავდასხმის შემდეგ, ხანგოშვილმა უკრაინა დატოვა და გერმანიაში გადავიდა საცხოვრებლად. გერმანული მედია წერს, რომ ხანგოშვილი ისლამისტურ დაჯგუფებებთან კავშირში არ იყო და პანკისელ ახლობლებს სირიაში წასვლის უფლებასაც არ აძლევდა. გარდა ამისა, Spiegel-ის ცნობით, ის ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის ე.წ. შავ სიაში ფიგურირებდა. ცნობისთვის, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი რუსეთ-ჩეჩნეთის ომის მოანწილე იყო, რის გამოც მოსკოვს მასზე ძებნა ჰქონდა გამოცხადებული. ხანგოშვილი პანკისის ხეობის სოფელ დუისში ცხოვრობდა. მას 2015 წელს თბილისში თავს დაესხნენ და რამდენიმე ტყვია ესროლეს, მკურნალობის შემდეგ მან ქვეყანა დატოვა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ზელიმხან ხანგოშვილი ფიგურირებდა ლაფანყურის სპეცოპერაციაში.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)