08:33 - 26 Jul, 2026
|
2019-08-23 19:26:55, 1394 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერი მინსკში ფესტივალის - „თბილისობა 2019“ გახსნის ცერემონიალში მიიღებს მონაწილეობას
თბილისის მერი კახა კალაძე საქმიანი ვიზიტით ბელარუსის დედაქალაქ მინსკში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ფესტივალის „თბილისობა 2019“ გახსნის ცერემონიაში. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა მინსკელ კოლეგასთან, ანატოლი სივაკთან. კახა კალაძე ასევე დაესწრება „ქართული სახლის“ გახსნის ღონისძიებას, რომელიც ბელარუსის მთავრობის მხარდაჭერით, ქალაქ მინსკში “საპარტნიორო ფონდმა” დააფუძნა. თბილისის მთავრობის დელეგაცია დაათვალიერებს ავტობუსების მწარმოებელი წამყვანი კომპანიის - “ბელკომუნმაში” ქარხანას და გაეცნობა კომპანია “მაზის” წარმოებას. თბილისის მერთან ერთად, დელეგაციაში იმყოფებიან მერის მოადგილე ილია ელოშვილი და „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი ლევან ჯღარკავა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)