|
2019-08-23 16:32:55, 1506 ნახვა
რეგიონი
„ტუმორ ბორდის“ ფარგებში ბათუმში თბილისელი და ადგილობრივი ექიმების მონაწილეობით სამუშაო შეხვედრა გაიმართა
დღეს ბათუმში თბილისელი და ადგილობრივი ექიმების მონაწილეობით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. „ტუმორ ბორდის“ ფარგლებში წამყვანმა სპეციალისტებმა სიმსივნის დიაგნოზის მქონე პაციენტის მკურნალობის გეგმა და სტრატეგია განიხილეს. შეხვედრის ფარგლებში განისაზღვრა მათი მკურნალობის ინდივიდუალური გეგმა. „ტუმორ ბორდს“ მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის, სხივური მედიცინის ცენტრისა და აჭარის სამედიცინო დაწესებულებების წამყვანი სპეციალისტები: სხივური თერაპევტები, ქიმიოთერაპევტები, რადიოლოგები, კლინიკური ონკოლოგები, მორფოლოგები, ქირურგები და ა.შ. ესწრებოდნენ.
(NS) „ტუმორ ბორდის“ შეხვედრა აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა,ზაალ მიქელაძემ გახსნა. მინისტრმა მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრისა და სხივური მედიცინის ცენტრის ექიმებს ბათუმსა და ქობულეთში ორგანიზებული სამდღიანი უფასო სამედიცინო აქციისათვის მადლობა გადაუხადა. თბილისელი და ბათუმელი ექიმების მონაწილეობით „ტუმორ ბორდი“ პირველად გაიმართა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)