|
2019-08-23 13:59:43, 1316 ნახვა
საზოგადოება
2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოდან საზღვარგარეთ ვიზიტების უმრავლესობა თურქეთსა და აზერბაიჯანში განხორციელდა
საქსტატი 2019 წლის II კვარტლის გამყვანი ტურიზმის სტატისტიკას აქვეყნებს. აღნიშნული სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს რეზიდენტების საზღვარგარეთ ვიზიტების უმრავლესობა თურქეთსა და აზერბაიჯანში განხორციელდა, შესაბამისად, 255.3 ათასი და 117.9 ათასი ვიზიტი. "თურქეთზე საქართველოს რეზიდენტების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების 44.3% მოდის, აზერბაიჯანზე - 20.4%, სომხეთზე - 10.9%, რუსეთზე - 7.5%, უკრაინაზე - 1.6%, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებზე - 10.3%. 2019 წლის II კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეულმა ხარჯებმა 617.5 მილიონი ლარი შეადგინა, ვიზიტზე საშუალო ხარჯი კი 1 100.7 ლარს გაუტოლდა", - ვკითხულობთ საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 780.1 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რომლის უდიდესი ნაწილი, 45.3 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ. აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 561 ათასი შეადგინა. ამავე სტატისტიკის თანახმად, 2019 წლის II კვარტალში საზღვარგარეთ საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების რაოდენობამ 417.1 ათასი შეადგინა. საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 325.6 ათასი ტურისტული და 235.4 ათასი ექსკურსიული ტიპის ვიზიტი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების 60.3 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 34.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 5.1 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი. 2019 წლის II კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი, 37.3 პროცენტი, განხორციელდა მეგობრების/ ნათესავების მონახულების მიზნით. 2019 წლის II კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 3.8 ღამე შეადგინა. განხორციელებული ვიზიტების 94.9 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)