11:04 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-23 10:28:13, 788 ნახვა

რეგიონი
შუახევში წყალმომარაგებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 709 000 ლარი დაიხარჯება

მუნიციპალიტეტში, მოსახლეობის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

წელს, სასმელი წყლის უზრუნველსაყოფად შუახევის ბიუჯეტიდან 1 709 000 ლარი დაიხარჯება.

ინფრასტრუქტურული ღონისძიებების მიმღები კომისია სოფელ ცეკვაში იმყოფებოდა და მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

სოფელ ცეკვაში სასმელი წყლით უზრუნველყოფისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 59 979 ლარი დაიხარჯება, სამუშაოებს შპს ,,ნაციმციმელი“ აწარმოებს.

მალე შუახევში 1500-ზე მეტ ოჯახს წყლის პრობლემა მოუგვარდება და უწყვეტი სასმელი წყლით მომარაგდება.

სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ სხეფში და ფურტიოში.

 მალე დაიწყება სამუშაოები მახალაკიძეებში და დარჩიძეებში, ხოლო სამუშაოები დასრულდა ჩანჩხალოში, ნიგაზეულსა და გორში.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics