|
2019-08-22 20:27:21, 1432 ნახვა
საზოგადოება
„რუსთავი 2“-ის ყოფილი მფლობელები განცხადებას ავრცელებენ
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი მფლობელები ლევან ყარამანაშვილი, გიორგი ყარამანაშვილი და ტელეკომპანია „საქართველოს“ სახელით ნიკოლოზ ნაყოფია განცხადებას ავრცელებენ: „ექსპრესნიუსი განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „რუსთავი 2“ მთელი თავისი არსებობის განმავლობაში ყოველთვის ასოცირდებოდა საკუთარი საქმის სიყვარულით, პროფესიონალიზმითა და პრინციპულობით გამორჩეული ადამიანებით დაკომპლექტებულ გუნდთან. ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ადასტურებს, რომ ზემოაღნიშნული სიტყვები „რუსთავი 2“-ელების უზუსტესი დახასიათებაა. გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყველას, ვინც წლების განმავლობაში დაუღალავად და თავდაუზოგავად შრომობდა, რათა „რუსთავი 2“ ყოფილიყო თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვასთან ასოცირებული, ლიდერი კომპანია ქართულ სატელევიზიო ბაზარზე. „რუსთავი 2“ იყო არა ლოგოს, ბრენდისა და შენობების, არამედ იმ ადამიანების ძალისხმევით შექმნილი ერთობა, რომლებიც ქმნიდნენ მის შინაარსს და, ამით, ქვეყნის ისტორიასაც. გუშინ თქვენ მთელ საქართველოს და საერთაშორისო თანამეგობრობას კიდევ ერთხელ აჩვენეთ გაუტეხლობის, პატრიოტიზმის, პროფესიისადმი ერთგულებისა და, ყოველგვარი გაზვიადების გარეშე, სამოქალაქო გმირობის მაგალითი. გვჯერა, სადაც არ უნდა გააგრძელოთ მოღვაწეობა, ყველგან კვლავ იდგებით საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლის წინა ხაზზე. წარმატებებს და გამარჯვებებს გისურვებთ!“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ ლევან ყარამანაშვილი, გიორგი ყარამანაშვილი და ტელეკომპანია საქართველოს სახელით - ნიკოლოზ ნაყოფია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)