|
2015-07-10 11:02:15, 617 ნახვა
პოლიტიკა
ხორვატიის ფორუმის ფარგლებში თამარ ბერუჩაშვილი შეხვედრებს მართავს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, თამარ ბერუჩაშვილი „ხორვატიის ფორუმი 2015“- მონაწილეობს, რომელიც 9-11 ივლისს ხორავტიის ქალაქ დუბროვნიკში იმართება. საგარეო უწყების ინფორმაციით, ყოველწლიური ფორუმი მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაა. ღონისძიებას სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები და აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან. ხორვატიის ფორუმი ქვეყნის პრეზიდენტმა კოლინდა გრაბარ კატაროვიჩიცმა გახსნა. ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ასევე ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა და ევროკომისიის ვიცე-პეზიდენტმა ენერგეტიკის საკითხებში მაროს სეფოვიჩმა. ხორვატიის ფორუმი 2015-ის მთავარი თემა გლობალური განვითარებისა და უსაფრთხოების საკითხები იყო. კონფერენციის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს მართავს. თამარ ბერუჩაშვილი შეხვდა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ენერგეტიკის საკითხებში მაროშ შეფჩოვიჩი. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საერთაშორისო ენერგეტიკულ პროექტებში საქართველოს მონაწილეობას, ხაზი გაესვა რეგიონის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ენერგოწყაროების დივერსიფიკაციის პროცესში საქართველოს როლის მნიშვნელობას. კონფერენციის გახსნის დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვდა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს კენტარო სონოუარასს. მიმდინარე წლის 10 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს და მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში “საგარეო, უსაფრთხოებისა და განვითარების პოლიტიკა: ურთიერთკავშირი და ურთიერთდამოკიდებულება“.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)