|
2019-08-20 10:49:25, 3285 ნახვა
მსოფლიო
პუტინი: არ მსურს მოსკოვში „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის მსგავსი საპროტესტო გამოსვლები ვიხილო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრისას განაცხადა, რომ არ სურს მოსკოვში საფრანგეთში მიმდინარე „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის მსგავსი საპროტესტო გამოსვლები იხილოს. პუტინმა აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა საპროტესტო აქციები კანონის ფარგლებს არ გასცდეს. „ჩვენ ყველამ ვიცით ის მოვლენები, რომელიც ე.წ. ყვითელ ჟილეტიანებს უკავშირდება, რა დროსაც, ჩვენი მონაცემებით, 11 ადამიანი დაიღუპა, 2 500 კი დაშავდა, მათ შორის ორი ათასი პოლიციელიც. ჩვენ არ გვსურს მსგავსი მოვლენები რუსეთის დედაქალაქში და ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, რათა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენი შიდა პოლიტიკური სიტუაცია იყოს მკაცრად კანონის ფარგლებში მოქცეული“, - განაცხადა პუტინმა. ემანუელ მაკრონსა და პუტინს შორის შეხვედრა ბრეგანსონში, საფრანგეთის პრეზიდენტის საზაფხულო რეზიდენციაში გაიმართა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)