04:32 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-18 15:59:49, 1108 ნახვა

საზოგადოება
რუსთავში დაკარგული მამაკაცი ნაპოვნია

მდინარე მტკვარზე საძიებო-სამაშველო ოპერაცია ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ღამის განმავლობაში ხდებოდა მდინარის კალაპოტის მონიტორინგი, დღისით დაკარგულ მამაკაცს მყვინთავები ეძებდნენ. დილით ცხედარი მტკვარმა გამორიყა და  მაშველებმა წყლიდან 35 წლის მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112"-ში შემოვიდა ინფორმაცია რუსთავში, მდინარე მტკვარში გაუჩინარებული მოქალაქის შესახებ.

ადგილზე დაუყონებლივ გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები, რომლებმაც მისვლისთანავე ნაპირზე აღმოაჩინეს მამაკაცის პირადი ნივთები და ტანსაცმელი.

ოპერაციაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს სამაშველო და  მყვინავთა ჯგუფები. ასევე, მამაკაცის ძებნა მიმდინარეობდა დრონის საშუალებით. ადგილზე მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics