|
2019-08-16 10:58:22, 3548 ნახვა
მსოფლიო
ტრამპს კუნძული გრენლანდიის ყიდვა სურს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მრჩევლებთან და თანაშემწეებთან პრივატულ საუბრებში კუნძული გრენლანდიის ყიდვის იდეა განიხილა - ამის შესახებ სააგენტო „როიტერსი“ ორ, „სიტუაციაში გარკვეულ“ წყაროზე დაყრდნობით იუწყება. წყაროთა ცნობით, გრენლანდიის შეძენის იდეა მრჩევლების ნაწილმა ხუმრობად, ნაწილმა კი სრულიად სერიოზულად აღიქვა. Wall Street Journal-ის ინფორმაციით, გრენლანდიის ყიდვის იდეა პირველად პრეზიდენტ ჰერი ტრუმენს გაუჩნდა და 1946 წელს ის მზად იყო, კუნძულის სანაცვლოდ 100 მილიონი აშშ დოლარი გადაეხადა. აღსანიშნავია, რომ სექტემბრის დასაწყისში დანიაში ტრამპის პირველი ვიზიტია დაგეგმილი, თუმცა, იქნება თუ არა გრენლანდიის ყიდვის საკითხი აშშ-ის პრეზიდენტსა და დანიის ოფიციალურ პირებს შორის გამართული მოლაპარაკებების თემა, უცნობია. მსოფლიოს უდიდესი კუნძული გრენლანდია ჩრდილოეთის ყინულოვან და ატლანტის ოკეანეს შორის მდებარეობს და ის ამჟამად დანიის დაქვემდებარებაშია.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)