|
2019-08-15 17:44:20, 1006 ნახვა
საზოგადოება
კონსორციუმის დირექტორი: „კონტი ჯგუფის“ გასვლა ანაკლიის პროექტს კრიტიკულად არ დააზარალებს
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორის ლევან ახვლედიანის განცხადებით, კონტი ჯგუფმა“ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სამეთვალყურეო საბჭო გასული წლის დეკემბერში დატოვა და ისინი მხოლოდ აქციონერების სახით რჩებოდნენ. მისი შეფასებით, ფაქტი სასიამოვნო არ არის, თუმცა ანაკლიის პორტის პროექტს კრიტიკულად არ დააზარალებს. „კონტი ჯგუფს“ ჰქონდა ძალიან პასიური როლი ბოლო დროს. მათ დეკემბერში დატოვეს სამეთვალყურეო საბჭო, რჩებოდნენ მხოლოდ როგორც აქციონერები. მათ გასვლაზე საუბარი გარკვეული პერიოდი უკვე მიმდინარეობდა. რა თქმა უნდა, ფაქტი არ არის სასიამოვნო, მაგრამ არაფერი მომხდარა ისეთი, რამაც შეიძლება, კრიტიკულად დააზიანოს პროექტი. პროექტს ჰყავს სტრატეგიული ინვესტორი – SSA Marine. ოპერატორი და სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც ასევე ხდება აქციონერი ანაკლიის პორტში. ეს არის მთავარი“, – განაცხადა კონსორციუმის დირექტორმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)