|
2019-08-15 16:35:09, 896 ნახვა
საზოგადოება
რესტავრაციის ლაბორატორიაში 2019 წელს 12 500-ზე მეტი ფურცლის რესტავრაცია ჩატარდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის დოკუმენტების რესტავრაციის ლაბორატორიაში 2019 წლის 6 თვის განმავლობაში სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდა: 12 522 ფურცელს, 304 ფოტოპოზიტივს, 75 ტექნიკურ ნახაზს, 69 გაზეთს და სხვა საარქივო მასალას. რესტავრირებულ დოკუმენტებს შორის არის საისტორიო ცენტრალური არქივის ძველ საბუთთა განყოფილებაში დაცული, XVII-XIX საუკუნეებით დათარიღებული დოკუმენტების 469 ფურცელი; XIX-XX საუკუნეების პერიოდული გამოცემები; უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის ტექნიკური განყოფილების დოკუმენტების ნახაზები; ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილების მასალა. რესტავრაცია ასევე ჩაუტარდა კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივში დაცულ 304 ფოტოპოზიტივს (ორი ალბომი). ერთი ალბომი აერთიანებს ჟანდარმერიის მიერ გორში 1900-იან წლებში დაპატიმრებულთა ფოტოებს, ხოლო მეორე ასახავს 1975 წელს თბილისში მირზა გელოვანის სახელობის ბიბლიოთეკის გახსნას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)