|
2019-08-14 17:47:49, 1086 ნახვა
საზოგადოება
გორის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს
დიდუბის რაიონის გამგეობა გორის ქუჩასა და შესახვევში საგზაო სამუშაოებს ახორციელებს. ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მოძველებული მიწისქვეშა კომუნიკაციები შეცვალა, რის შემდეგაც, დიდუბის გამგეობამ ასფალტის ამორტიზებული საფარის დემონტაჟი განახორციელა. კონტრაქტორმა კომპანიამ ასფალტის პირველი ფენა უკვე დააგო, ასევე, მოეწყო ბორდიური, მოწესრიგდა საკომუნიკაციო ჭები. ამ დროისთვის, აღნიშნულ ტერიტორიაზე ტროტუარების მოწესრიგება მიმდინარეობს. საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 4 750 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდება და ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება. საგზაო სამუშაოებს, რომელიც მიმდინარე თვეს დასრულდება, შპს „ბი ემ სი“ ახორციელებს. გზების მოწესრიგების პარალელურად, დიდუბის რაიონში მოსასვენებელი სივრცეების, სპორტული მოედნებისა და საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)