|
2019-08-11 10:27:15, 995 ნახვა
საზოგადოება
თბილისში ვაკე-წყნეთობა ანიშნეს
ვაკის რაიონის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების ორგანიზებით, წყნეთში სახალხო დღესასწაული „ვაკე- წყნეთობა 2019“ აღინიშნა. „ვაკე- წყნეთობის“ ტრადიციის მიხედვით, ზეიმის ძირითადი ნაწილი ქართულ ჭიდაობაში შეჯიბრს ეთმობა, რომელიც ღია ცის ქვეშ გაიმართა. შეჯიბრი სხვადასხვა წონით კატეგორიაში ჩატარდა. გამარჯვებულებს მედლები, თასები და ფულადი საჩუქრები გადაეცათ. გარდა ამისა, ღონისძიების პატარა სტუმრებისთვის მოეწყო ქიმიური ლაბორატორიის შოუ, რობოტის შოუ, ილუზიონისტის წარმოდგენა. ბავშვების განწყობაზე ზღაპრის გმირებმა იზრუნეს. ტერიტორიაზე მოქმედებდა სხვადასხვა საბავშვო ატრაქციონი. „ვაკე -წყნეთობა 2019“-ს ადგილობრივებთან ერთად, ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე ესწრებოდა. „ძალიან მიხარია, რომ სახალხო დღესასწაულის ტრადიცია გრძელდება. ვაკის რაიონის გამგეობა კი ხელს უწყობს, რომ ეს დღე წყნეთელებისთვის კიდევ უფრო საინტერესო გახდეს. „წყნეთობას“ სპორტული აქტივობის - ჭიდაობის გარდა, ბავშვებისთვის სხვადასხვა წარმოდგენის ორგანიზება და გასართობი კუთხის მოწყობა ხდება. დღესაც, ეს დღესასწაული შედგა“, - განაცხადა ვაკის რაინის გამგებელმა. სახალხო დღესასწაული „ვაკე - წყნეთობა“ 1997 წლიდან, ადგილობრივი მცხოვრებლების ინიციატივით აღინიშნება. NS
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)