|
2019-08-10 13:29:12, 1274 ნახვა
საზოგადოება
„თანამედროვე პოლიცია და კიბერუსაფრთხოების გამოწვევები“ - მართლწესრიგის ოფიცრებმა სწავლება გაიარეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მართლწესრიგის ოფიცრებისთვის „ტექნოპარკში“ გაიმართა სწავლება თემაზე - „თანამედროვე პოლიცია და კიბერუსაფრთხოების გამოწვევები“. სწავლებაში 15 მართლწესრიგის ოფიცერი მონაწილეობდა. სწავლების მიზანი მართლწესრიგის ოფიცრების კიბერდანაშაულის მიმართულებით ონლაინ-კრიმინალთან საბრძოლველად შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავება იყო ისეთ საკითხებთან გაცნობით, როგორიცაა კიბერსივრცეში არსებული საფრთხეები, საკომუნიკაციო არხების, სოციალური ქსელების უსაფრთხოება, მობილური და კომპიუტერული ტექნოლოგიების დაცვა, ბავშვთა პერსონალური მონაცემების დაცვა, ჰაკერებისა და თაღლითებისაგან დაცვის ზომები და სხვა საკითხები. მართლწესრიგის ოფიცრების მოსახლეობასთან კომუნიკაცია ასევე მოიცავს მოსახლეობის ინფორმირებას კიბერსაფრთხეების შესახებ და ოფიცრებთან მჭიდრო თანამშრომლობით ასეთი პრობლემების დროულ იდენტიფიცირებას, რეაგირებასა და დანაშაულის პრევენციას. ოფიცრების მუშაობაში პრიორიტეტული მიმართულებაა მოზარდების კიბერბულინგისაგან დაცვისა და პირადი ცხოვრების დაცვის საკითხი. მართლწესრიგის ოფიცრები სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიასთან იმუშავებენ მათი ინფორმირების ამაღლებისათვის, საჭიროების შემთხვევაში კი უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ზომების მიღებაზე მშობლებსაც მისცემენ რეკომენდაციას. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის მსგავსი ტიპის სწავლებების ჩატარება მომავალშიც იგეგმება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)