|
2019-08-10 13:24:39, 1528 ნახვა
საზოგადოება
დიღმის მასივში საბავშვო მოედნები და ფიტნეს ზონები მოეწყო
დიდუბის რაიონის გამგეობა დიღმის მასივში, რამდენიმე მისამართზე დასასვენებელი სივრცეებისა და საბავშვო მოედნების მოწყობას განაგრძობს. პროექტის ფარგლებში, ახმეტელის ქუჩის N10-ში, დიღმის მასივის მე-4 კვარტლის პირველ ა, მე-7 და მე-12 კორპუსებთან, ასევე, დიღმის მასივის მე-5 კვარტლის მე-9 კორპუსთან სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაო ჩატარდა. დასასვენებელ სივრცეებში განთავსდა საპარკე სკამები, სანაგვე ურნები, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, სკვერების ნაწილი მოპირკეთდა დეკორატიული ფილებით და დამონტაჟდა LED განათების სისტემა. სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო საბავშვო მოედნები, სადაც სხვადასხვა სახის გასართობი ატრაქციონი დამონტაჟდა, ასევე, ფიტნეს ზონები, რომლებიც გათვლილია სხვადასხვა ასაკის მომხმარებელზე. გარდა ამისა, ტერიტორიებზე ჩატარდა გამწვანების სამუშაოები და სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები დაირგო. განხორციელებულ სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი თარაშ შურღაია მოსახლეობასთან ერთად გაეცნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)