|
2019-08-07 18:20:55, 1070 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ოზურგეთის პირველადი ჯანდაცვის რგოლის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორ ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის პირველადი ჯანდაცვის რგოლის წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრის მოადგილემ სამედიცინო საზოგადოებას ჯანდაცვის პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და სოფლის ექიმის პროგრამაში მიმდინარე სიახლეები გააცნო. მანვე ყურადღება ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამის მართვის გაუმჯობესებაზე, პირველადი ჯანდაცვის რგოლის სრულად ამოქმედების აუცილებლობაზე და ამ მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებზე ისაუბრა. თამარ გაბუნიას განცხადებით, პირველადი ჯანდაცვის განვითარება მნიშვნელოვანია და სამინისტრო როგორც ინფრასტრუქტურის, ისე მოცვის გაუმჯობესებისთვის, ინტენსიურად მუშაობს. მისივე თქმით, სამედიცინო ხარისხის გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები პირველად ჯანდაცვაში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვისთვის. მინისტრის მოადგილემ დღეს გამართულ შეხვედრაზე ჰეპატიტის, შიდსისა და ტუბერკულოზის სკრინინგის ინტეგრირებულ პროგრამაზეც ისაუბრა და ადგილობრივ ხელისუფლებას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრას გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. რეგიონის სამედიცინო საზოგადოებასთან შეხვედრები პერმანენტული ხასიათისაა და ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე სიახლეების გაცნობას ემსახურება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)