|
2019-08-06 15:05:42, 1197 ნახვა
საზოგადოება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სააპელაციო განაცხადების მიღებას იწყებს
ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის სააპელაციო განაცხადების მიღება 7 აგვისტოს, 10:00 საათიდან დაიწყება და 13 აგვისტოს, 18:00 საათამდე გაგრძელდება. როგორც "ექსპრესნიუსს" შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, პროცესი მხოლოდ ელექტრონულად მიმდინარეობს ვებგვერდებზე: online.naec.ge და www.naec.ge. "აბიტურიენტს შეუძლია გაასაჩივროს როგორც ერთი, ასევე რამდენიმე დავალება. განაცხადებს განიხილავს საგანგებოდ შექმნილი დამოუკიდებელი კომისია, რომელიც თავიდან ასწორებს მთელ ნაშრომს ან კონკრეტულ დავალებას. ქულის ცვლილების (მომატების ან დაკლების) შემთხვევაში გამოცდების მონაწილეს აპელაციისთვის გადახდილი თანხა სრულად უბრუნდება. აპელაციის შედეგები გამოქვეყნდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე. შეგახსენებთ, რომ აბიტურიენტებს აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღის 18:00 საათამდე შესაძლებლობა აქვთ ცვლილებები შეიტანონ საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში. სააპელაციო განაცხადის შევსების დეტალური ინსტრუქციის ნახვა შესაძლებელია ვებგვერდზე www.naec.ge“, - ნათქვამია განცხადებაში
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)