|
2019-08-06 14:22:35, 984 ნახვა
საზოგადოება
ქართველ მეხანძრე-მაშველებს სპეციალური სწავლება უკრაინაში უტარდებათ
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები გვირაბებში, შახტებში და ტექნიკურ ჭებში სამაშველო ოპერაციების ჩატარების მიმართულებით კვალიფიკაციას იმაღლებენ. სწავლება უკრაინაში, ადგილობრივი საგანგებო სიტუაციების მართვის სახელმწიფო სამსახურის ოპერატიულ სასწავლო ცენტრში ტარდება. კურსი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებებს. ტრენინგში მონაწილეობას თბილისის საგანაგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს და განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს 10 მაშველი იღებს. 13-დღიანი სწავლების ფარგლებში, ქართველი მაშველები პროფესიონალიზმს აიმაღლებენ და სხვა ქვეყნის სამაშველო სამსახურებთან ერთად, კოორდინირებული მუშაობის წარმართვის კუთხით გამოცდილებას შეიძენენ. გარდა ამისა, ორი ქვეყნის სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები რთულ გარემოპირობებში სამაშველო ოპერაციების ჩატარების მიმართულებით დაგროვილ პრაქტიკას ერთმანეთს გაუზიარებენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)