|
2019-08-04 11:44:49, 2670 ნახვა
მსოფლიო
ულტრანაციონალისტმა ტეხასში 20 ადამიანი ჩაცხრილა
ტეხასის შტატის ქალაქ ელ-პასოს სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა, 26 კი დაიჭრა. სავაჭრო ცენტრ „ვალმარტში“ 21 წლის პატრიკ კრუსიუსმა უმისამართო ცეცხლი ახსნა. პოლიციელების ინფორმაციით, სროლა Wallmart-ის ერთ-ერთ მაღაზიაში მოხდა, რომელიც Cielo Vista Mall-ის მახლობლად მდებარეობს. შემთხვევის ადგილი მექსიკის სახელმწიფო საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული. ელ-პასოს პოლიციის უფროსის, გრეგ ალენმა განაცხადა, რომ გამოძიება სიძულვის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულად განიხილება. „ტვიტერის“ გვერდზე კრუსიუსი მხარდაჭერას უცხადებს პირს, რომელმაც მიმდინარე წლის მარტში ახალ ზელანდიაში ორი მეჩეთის მრევლი დაცხრილა. ამას გარდა, კრუსიუსი აცხადებს, რომ თავისი ქმედებებით თავისი ქვეყნის დაცვას ცდილობს „უცხოური შემოტევისგან“, რომლის გამოც აშშ-ს კულტურა და ეკონომიკა ზარალდება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)