08:35 - 18 Aug, 2026
|
2019-08-02 14:26:54, 2049 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე - ბათუმს კიდევ ერთი ახალი რეკრეაციული სივრცე შეემატა
ხელოვნების უნივერსიტეტის მიმდებარედ ახალი სკვერი საზეიმოდ გაიხსნა. სკვერში 200-მდე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე დაირგო. დაიგო ფილები, მოეწყო შადრევანი და საპარკინგე სივრცე, დამონტაჟდა გარე განათების ბოძები. ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია. „ბათუმს შეემატა კიდევ ერთი ახალი რეკრეაციული სივრცე, კიდევ ერთი ახალი სკვერი, რომელიც უფრო გამწვანდება შემოდგომიდან. მნიშვნელოვანია, რომ პატარებს, უფროს თაობას ამ ქალაქში ჰქონდეს ყველა პირობა დასვენებისთვის. ასევე, დაიწყება ,,ინტერაქტივი" სკვერის სახელწოდებასთან დაკავშირებით და იმედი მაქვს ჩვენი თანაქალაქელები აქტიურად ჩაერთვებიან გამოკითხვაში“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ საღამოზე. საგანგებოდ ამ დღისთვის, სკვერის გახსნაზე ბათუმის ჯაზ ბიგ ბენდი უკრავდა.
(NS)
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)