01:39 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-01 14:33:00, 1425 ნახვა

კომენტარი
დავით დვალი: შთაბეჭდილება მრჩება, რომ ირაკლი ოქრუაშვილი ხელისუფლების ტროლია

"მე მგონია, რომ ირაკლი ოქრუაშვილი ამ თავისი ხელმოწერით და ბრალდებებით ხელისუფლების ტროლია", - ამის შესახებ "რუსთავი 2"-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით დვალმა ბრიფინგზე განაცხადა.

დავით დვალის შეფასებით, ყოფილი თავდაცვის მინისტრი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის თამაშს თამაშობს.

"დარწმუნებული ვარ, რომ ხელმოწერა ფალსიფიცირებულია. არ მჯერა, რომ ქიბარ ხალვაშმა ნამდვილად მოაწერა ხელი ამ დოკუმენტს და მთელი სამი წელი მშვიდად აგრძელებდა ბრძოლას, მან ხომ იცოდა, რომ ეს წინ დახვდებოდა. მე მგონია რომ ირაკლი ოქრუაშვილი ამ თავისი ხელმოწერით და ბრალდებებით ხელისუფლების ტროლია. მგონია, რომ ეს ხელმოწერა არის დამოკლეს მახვილი ქიბარ ხალვაშის თავზე, რადგან მასაც არ ენდობა ბოლომდე ხელისუფლება. მე ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ ამ შემთხვევაში ოქრუაშვილი ივანიშვილის თამაშს თანაშობს"- განაცხადა დავით დვალმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics