13:35 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-31 17:59:26, 1512 ნახვა

სამართალი
სააპელაციომ ოქრუაშვილის საჩივარი დაუშვებლად ცნო - ის პატიმრობაში რჩება

თბილისის სააპელაციო სასამართლომ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის საჩივარი, მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე, დაუშვებლად ცნო.

შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალა დარჩა.

ცნობისთივს, ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ფაქტზე 25 ივლისს დააკავეს. როგორც შსს-ში განაცხადეს, „მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ პარლამენტის შენობაზე მიტანილი ძალადობრივი შტურმის დროს, ირაკლი ოქრუაშვილი, თანმხლებ პირებთან ერთად, მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს და თავადაც ცდილობდა პარლამენტის შენობაში ძალადობრივ შეჭრას. ასევე, ირაკლი ოქრუაშვილი მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში“. ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართომ 27 ივლისს შეუფარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფილმი „მაიკლი“ ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიან ბიოგრაფიულ ფილმად იქცა
ჯანმო- ევროპაში უკიდურესი სიცხის გამო ერთ კვირაში 1300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
გვარამია: ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics