19:58 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-30 14:38:21, 1401 ნახვა

საზოგადოება
ზღვისპირა საკურორტო ზონებში კვების 12 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა

ზღვისპირა საკურორტო ზონებში კვების 12 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

"სურსათის ეროვნული სააგენტო ზღვისპირა საკურორტო ზონებში საზოგადოებრივი კვების ობიექტებს ამოწმებს. როტაციის პრინციპით, თბილისის საქალაქო სამსახურის, გურიისა და აჭარის რეგიონული სამმართველოების ინსპექტირების ჯგუფებმა ერთ თვეში 151 ობიექტი შეამოწმეს. მათგან კრიტიკული შეუსაბამობების 12 ფაქტი გამოვლინდა, რაზეც სააგენტომ კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები დააწესა და ბიზნესოპერატორებს საწარმოო პროცესი შეუჩერა.  შემოწმებისას ყურადღება ექცევა ობიექტის სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას, ტემპერატურულ რეჟიმს, სურსათის შენახვის პირობებსა და ვადებს, მიკვლევადობას", - აღნიშნულია განცადებაში. 

სეს-ის ინფორმაციით, ობიექტების კონტროლი როტაციის პრინციპით მეორე წელია მიმდინარეობს. გასულ წლებთან შედარებით დარღვევების რაოდენობა შემცირებულია. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics