|
2015-07-07 17:40:05, 637 ნახვა
საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილმა ნურსულთან ნაზარბაევს 75 წლის იუბილე მიულოცა
საქართველოს პრეზიდენტსა და ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. გიორგი მარგველაშვილმა ნურსულთან ნაზარბაევს 75 წლის იუბილე მიულოცა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა ყაზახ კოლეგას მადლობა გადაუხადა იმ თანადგომისთვის, რომელსაც ყაზახეთი საქართველოს მიმართ იჩენს, განსაკუთრებით თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების დროს გაწეული დახმარებისათვის. საუბრისას მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობა განიხილეს. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა დინამიურად ვითარდება. პრეზიდენტებმა რეგიონში არსებულ ვითარებაზეც იმსჯელეს. ყაზახეთის პრეზიდენტი საქართველოს სატრანზიტო და სატრანსპორტო პოტენციალით დაინტერესდა. გიორგი მარგველაშვილმა ნურსულთან ნაზარბაევი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)