10:25 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-30 12:39:44, 1547 ნახვა

ეკონომიკა
იანვარ-ივნისში საქართველოში მშენებლობის 4 991 ნებართვაა გაცემული

ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2019 წლის იანვარ-ივნისში გაცემულია 4991 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1,0%-ით მეტი) 3520,9 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 17,5%-ით მეტი).

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ნებართვების 71,6 პროცენტი მოდის ქვეყნის 3 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 48,8 პროცენტი ქ. თბილისზე, 11,7 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე და 11,1 პროცენტი – აჭარის ა.რ.-ზე ნაწილდება:

„აღსანიშნავია, რომ 2019 წლის იანვარ-ივნისში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროების, სავაჭრო ობიექტების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა - ნაგებობების მშენებლობაზე. გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები“, - აცხადებენ საქსტატში.

დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 3 რეგიონზე. კერძოდ, 36,4 პროცენტი ქ. თბილისზე, 15,0 პროცენტი – კახეთის რეგიონზე, ხოლო 9,5 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე ნაწილდება:

სულ, 2019 წლის იანვარ-ივნისში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 1370,6 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წელთან შედარებით 47,6 პროცენტით მეტი) 1236 ობიექტი (წინა წელთან შედარებით 6,3 პროცენტით მეტი).





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics