16:06 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-29 13:10:48, 3036 ნახვა

მსოფლიო
ალექსეი ნავალნი ციხეში ყოფნის დროს, სავარაუდოდ, მოწამლეს

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, რომელიც რამდენიმე დღის წინ დააკავეს, საავადმყოფოშია გადაყვანილი, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ ექიმებმა ივარაუდეს, რომ ნავალნი მოწამლულია. ოფთალმოლოგ ანასტასია ვასილიევას განცხადებით, პოლიტიკოსს ალერგიის არანაირი სიმპტომები არ აქვს, მისი მდგომარეობა კი საერთო ინტოქსიკაციასა და მძიმე ტოქსიკურ კერატო-კონიუნქტივიტს შეესაბამება.

ექიმი ვარაუდობს, რომ ასეთი შედეგი გაურკვეველი ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედებამ გამოიწვია. მანვე დასძინა, რომ ნავალნის სრულფასოვნად გასინჯვის საშუალება არ მისცეს. 

შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნი 24 ივლისს დააკავეს. მოგვიანებით ის საავადმყოფოში მწვავე ალერგიული რეაქციის დიაგნოზით გადაიყვანეს.

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
გიორგი ჩიკვაიძე მიხეილ სააკაშვილს პასუხობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი - რუსეთი მის მიერ დაწყებულ ომში მარცხდება
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics