19:58 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-29 12:36:50, 1523 ნახვა

საზოგადოება
თუშეთში, ავტოავარიის ადგილას მაშველები 17 წლის ბიჭს ეძებენ

ფშაველი-ომალოს გზაზე, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, მაშველები ამ დრომდე 17 წლის ბიჭს ეძებენ.

სამძებრო სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა. ხეობაში მძიმე ტექნიკა და დამატებითი სამაშველო ძალებია მობილიზებული. 

კახეთის სამაშველო სამმართველოს უფროსის, გიორგი ჩარკვიანის განცხადებით, სამძებრო სამუშაოების გამო ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა გადაკეტილია.

„დღეს დილის 6 საათიდან კვლავ განახლდა საძიებო-სამაშველო ოპერაციები. ხეობაში დამატებით მობილიზებულია როგორც სახანძროს სამაშველო დანაყოფები, ასევე ხეობაში შეყვანილია მძიმე ტექნიკა იმისათვის, რომ მოხდეს მდინარე სტორის ხეობის სიღრმეში გადავარდნილი სატვირთო ავტომობილის ამოყვანა ნაპირზე. პოლიციის მიერ ორმხრივად არის ამ ეტაპზე ჩაკეტილი მთა-თუშეთისკენ მიმავალი გზა, რათა არ მოხდეს საქართველოს მოქალაქეებისა და უცხოელი ტურისტების შეფერხება გზის იმ მონაკვეთზე, სადაც როგორც აღვნიშნე, დამატებით შეყვანილია ეს მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს ხეობაში გადავარდნილი სატვირთო ავტომობილის ამოყვანა“, - განაცხადა ჩარკვიანმა.

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics