|
2019-07-29 11:50:12, 1328 ნახვა
საზოგადოება
„თეგეტა მოტორსმა“ „თიბისის“ მხარდაჭერით აჭარაში რეგიონალური ცენტრი გახსნა
ბათუმში, თიბისის მხარდაჭერით თეგეტა მოტორსის ახალი, რეგიონალური ავტოსერვისის ცენტრი გაიხსნა და რეგიონში ყველაზე დიდი საავტომობილო ექსპო ჩატარდა. ფილიალის სრული ფართობი მოიცავს 40, 183 კვ.მ.-ს, ცენტრი აღჭურვილია უახლესი ავტოსერვისის მანქანა-დანადგარებით და მოემსახურება როგორც მსუბუქ და სატვირთო ავტომობილებს, ასევე სპეცტექნიკას. აღნიშნული ფილიალი წარმოადგენს თეგეტა მოტორსის ყველაზე მსხვილ მომსახურების ცენტრს საქართვლოში. კომპანიამ პროექტში 20 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა და 200-მდე ადგილობრივი მაცხოვრებელი დაასაქმა. „მაქვს პატივი მოგილოცოთ თეგეტა მოტორსის ახალი რეგიონალური ცენტრის გახსნა, რომელიც თავისი მასშტაბებიდან გამომდინარე, ნამდვილად რეგიონული მნიშვნელობის პროექტია. თეგეტა მოტორსმა ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი წარმატებით განახორციელა, დღევანდელი დღეც ამის დასტურია. ამ მართლაც გრანდიოზულ რეგიონალურ ცენტრს, თამამად შეიძლება ბათუმის ახალი თეგეტა მოტორსი ვუწოდოთ. პროექტის წარმატებით შესრულებაში მნიშვნელოვანი როლი მიუძღვით ჩვენს პარტნიორებს - თიბისი ბანკსა და EBRD-ს.“ - განაცხადა თეგეტა მოტორსის გენერალურმა დირექტორმა ავთანდილ წერეთელმა. „მოხარულები ვართ, რომ თეგეტა ჯგუფის დამსახურებით დღეს სწორედ აჭარაში შევიკრიბეთ. აჭარის საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება, ჩვენი ერთერთი პრიორიტეტია. ამ რეგიონში, ჯამურად ჩვენი პორტფელი შეადგენს 460 მილიონ ლარს, ხოლო ბოლო ერთი წლის მანძილზე გაცემული დაფინანსება 72%-ით გაიზარდა. თეგეტა ჯგუფის განხორციელებული ინვესტიცია ნამდვილად სამაგალითოა და გვეამაყება რომ ერთად ვავითარებთ ეკონომიკას მთელი საქართველოს მასშტაბით“. -განაცხადა თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილემ, გოგა თხელიძემ. ახალ ფილიალში განთავსებულია მომსახურების 45 უბანი და მისი მასშტაბურობიდან გამომდინარე დღეში მოემსახურება 200-მდე ავტომობილს. აქვე წარმოდგენილია საავტომობილო შოურუმები და ავტოინდუსტრიის მიმართულებით პროფესიული სასწავლო ცენტრი - თეგეტა აკადემია. თეგეტა ჯგუფისა და თიბისის თანამშრომლობა 20 წელზე მეტია გრძელდება. 2019 წელს თიბისი კაპიტალის დახმარებით თეგეტამ 30,000,000 ლარის ოდენობის ობლიგაციების ემისია განახორციელა,რაც 2019 წლის ლარის კორპორაციული საჯარო ობლიგაციების სეგმენტში ყველაზე მსხვილი ტრანზაქცია იყო.
(NS)
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)