19:08 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-26 17:14:55, 1951 ნახვა

საზოგადოება
სამგორის რაიონში დასასვენებელი სივრცე და სპორტული მოედანი მოეწყო

სამგორის რაიონის გამგეობა სპორტული და დასასვენებელი სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაციას განაგრძობს. ახალი სკვერი, სპორტული მოედანი და ფიტნეს ზონა ამჯერად, მესამე მასივში მოეწყო. 

ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2 300 კვ.მ ფართობზე განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც, სკვერი და სპორტული მოედანი მესამე მასივის მე-4 კვარტლის N11 კორპუსის მიმდებარედ  გაიხსნა.

სკვერის ტერიტორიაზე განთავსებულ ფიტნეს ზონაში 10 ტრენაჟორი დამონტაჟდა. ასევე, განთავსდა სხვადასხვა საბავშვო გასართობი ატრაქციონი, საბაღე სკამები და ურნები. სკვერის გარშემო მოეწყო დამცავი მოაჯირი, დამონტაჟდა გარე განათების სისტემა და საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა.

პროექტის ფარგლებში, ახალი სპორტული მოედანი 520 კვ.მ ფართობზე განთავსდა. ფეხბურთისა და კალათბურთის კომბინირებული მოედანი შშმ პირთათვის ადაპტირებულია და ყველა თანამედროვე სტანდარტს აკმაყოფილებს. ხელოვნურსაფარიან მინი სტადიონზე დამონტაჟდა ფეხბურთისა და კალათბურთის ფარები, მოეწყო გარე განათების სისტემა.

სკვერის, სპორტული მოედნისა და ფიტნეს ზონის მოსაწყობად, სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 184 860 ლარი გამოიყო.

მიმდინარე წელს სამგორის რაიონში, სხვადასხვა მისამართზე უკვე რვა სპორტული მოედანი, ოთხი სკვერი და 26 ფიტნეს ზონა მოეწყო.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics