07:42 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-25 15:20:33, 2765 ნახვა

რეგიონი
სასწრაფოსთვის მარნეულის მუნიციპალიტეტში 4 ახალი ცენტრი აშენდება

მარნეულის მუნიციპალიტეტში წელს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ოთხი ახალი ცენტრი აშენდება. მიმდინარე სამუშაოებს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი  ავთანდილ თალაკვაძე და მისი მოადგილე დავით ტორუა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ შოთა რეხვიაშვილთან და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერ ზაურ დარგალთან ერთად გაეცნენ. 

მშენებლობის დასრულების შემდეგ, მარნეულის, სადახლოს ადმინისტრაციული ერთეულის, შაუმიანისა და  ქუთლიარის სასწრაფოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ადმინისტრაციული შენობები ექნება. ცენტრი  ყველა საჭირო ინვენტარით აღიჭურვება, სადაც დასაქმებული პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობა შეიქმნება. 

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტს მარნეულში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო,  მუნიციპალიტეტთან ერთად ახორციელებს.   

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics