03:10 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-24 17:34:28, 1066 ნახვა

კომენტარი
ჩუგოშვილი TBC-ს საქმეზე: ოპოზიცია შეეცდება ამ ყველაფერში პოლიტიკური შეფერილობა ეძებოს

გამოძიება ბევრად უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე საუბარი იქნებოდა რაიმე პოლიტიკურ მოძრაობაზე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარისმოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალუსტებს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პროკურატურაში დაბარებასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, პროკურატურის გადაწყვეტილება დაკავშირებულია მტკიცებულებების მოგროვების დროსთან და არა ხაზარაძის პოლიტიური განცხადებების გაკეთებასთან.

"გასაგებია, რომ ოპოზიცია შეეცდება ამ ყველაფერში, ისევე როგორც სხვა საქმეებშიც პოლიტიკური შეფერილობა ეძებონ, თუმცა მთავარია გამოძიება რა მტკიცებულებებს წარადგენს. ეს არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საქმე. საზოგადოება დეტალურად ადევნებს თვალყურს და შესაბამისად, მტკიცებულებების სტანდარტი და სიმყარე არის მნიშვნელოვანი“, - აცხადებს ჩუგოშვილი.

"თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს პროკურატურაში არიან დაბარებულები, მათთვის ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის მიზნით.
როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, გენერალური პროკურატურა ბრალის წარდგენის შემდეგ ხაზარაძისა და ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics