04:36 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-23 16:32:15, 1411 ნახვა

კომენტარი
შალვა თადუმაძე: კრიზისი, რის გამოც გენერალური პროკურორის თანამდებობაზე აღმოვჩნდი, გადაჭრილია

„არაორდინალურ სიტუაციაში აღმოვჩნდი გენერალური პროკურორის თანამდებობაზე, თუმცა ის კრიზისი, რაც არსებობდა  პროკურატურაში და  რის გამოც ეს ცვლილება განხორციელდა, დღეს გადაჭრილია“. - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, გენერალურმა პროკურორმა  შალვა თადუმაძემ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ სწორი ღონისძიებების განხორციელების შედეგად პროკურატურა ნდობის მოპოვებას შეძლებს.

„დღეს ეს კრიზისი გადაჭრილია და შესაბამისად,  კონკრეტული დაზარალებულის ნდობაც პროკურატურის მიმართ არის არსებითად შეცვლილი.  ეს მისი საჯარო განცხადებაა და არა ჩემი. მე მიმაჩნია, რომ ასეთი სწორი ღონისძიებებით- დაზარალებულებთან სწორი კომუნიკაციით, ბრალდებულთან სამართლიანი მოპყრობით, ნაბიჯ-ნაბიჯ შესაძლებელია პროკურატურა ჯერ დაუბრუნდეს ნდობის იმ მაჩვენებელს, რაც კრიზისამდე  არსებობდა და შემდეგ განახორციელოს განვითარება“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ.

მისი თქმით, პროკურატურა ნდობის მოსაპოვებლად კონკრეტულ ღონიძიებებს ახორციელებს.

„ჩვენ ვმუშაობთ დეცენტრალიზაციის რეფორმაზე, განათლების რეფორმაზე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიაზე. ასე, რომ ის ერთობლიობა, რაც პროკურატურაში დაგეგმილია, ხორციელდება და გარკვეულწილად შედეგებიც არსებობს  მიუთითებს იმაზე, რომ პროკურატურის დინამიკა  არის განვითერბული“, - აღნიშნა შალვა თადუმაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics