|
2019-07-23 16:14:00, 2806 ნახვა
რეგიონი
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლები სტუმრად მარნეულის საზაფხულო სკოლაში იმყოფებოდნენ
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლებმა მარნეულის N2-ე საჯარო სკოლის მიერ ორგანიზებული საზაფხულო სკოლის მოსწავლეებისათვის ლექციები გამართეს. საზაფხულო სკოლა, რომელიც 2017 წლიდან რეგულარულად იმართება, ძირითადად ეთნიკური უმცირესობებითაა წარმოდგენილი. 2019 წელს სკოლა სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად გარემოსდაცვით პრობლემატიკასაც მიეძღვნა. ცენტრის წარმომადგენლები ორი დღის განმავლობაში თეორიული და პრაქტიკული აქტივობების გამოყენებით სკოლის მოსწავლეებს ინფორმაციას აწვდიდნენ ისეთ მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, როგორებიცაა: ზოგადი გარემოსდაცვითი პრობლემები, გაუდაბნოება და ნიადაგის დეგრადაცია, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება, ნარჩენების მართვა და ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობა. სეზონისა და მუნიციპალიტეტის სპეციფიკის გათვალისწინებით სკოლის მოსწავლეებს ასევე ჩაუტარდათ ინტერაქციული ლექცია-სემინარი ქვეწარმავლების შესახებ. მათ ინფორმაცია მიიღეს ქვეწარმავლების მნიშვნელობის, ქცევის, მათთან მოქცევის შესახებ და გაეცნენ საქართველოში გავრცელებულ გველების სახეობებს. სკოლის მოსწავლებს ასევე დაურიგდათ საინფორაციო ბროშურები, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი ქვეწრმავლებთან რეკომენდირებული და არარეკომენდირებული ქცევის წესები.
(NS)
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)