16:06 - 20 Aug, 2026
|
2019-07-21 19:22:12, 5004 ნახვა
მსოფლიო
თურქმენეთის საგარეო უწყება პრეზიდენტის გარდაცვალებას უარყოფს
თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, პრეზიდენტის გურბანგული ბერდი-მუჰამედოვის გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ცნობას უარყოფს. "ეს არის ცრუ ინფორმაცია, ყალბი ცნობა და ფეიკ ნიუსი" - წერია საგარეო უწყების პრეს-რელიზში. არსებული ინფორმაციით, 62 წლის ასაკში, აშხაბადში მძიმე ავადმყოფობის შემდეგ თურქმენეთის პრეზიდენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას გურბანგული ბერდი-მუჰამედოვის გარდაცვალების შესახებ ადგილობრივი ოპოზიცია ავრცელებს. მათი განცხადებით, პრეზიდენტი 15 ივლისს შვებულებაში გავიდა და რამდენიმე დღე საავადმყოფოში გაატარა, სადაც თირკმლის უკმარისობას მკურნალობდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)