|
2019-07-21 14:06:57, 1822 ნახვა
საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სწავლებაში ”Sea Breeze 2019”
შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სწავლებაში ”Sea Breeze 2019” შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკრაინის ქალაქ ოდესაში მონაწილეობა მიიღეს ორკვირიან საერთაშორისო სწავლებაში "Sea Breeze 2019". სწავლებაში ამავე დეპარტამენტის სადარაჯო ხომალდი "ოჩამჩირეც" (P23) მონაწილეობდა. ღონისძიების მიზანი იყო პარტნიორი ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალებს შორის ურთიერთთანამშრომლობისა და კოორდინაციის გაუმჯობესება საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. სწავლების განმავლობაში, სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენლებმა ცოდნა აიმაღლეს სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო მოქმედებების მიმართულებით. წვრთნებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის 21 თანამშრომელი იყო ჩართული. 3 მათგანი ადმინისტრაციული შტაბიდან ხომალდებს შორის კოორდინირებას, ძალთა მართვასა და კონტროლს ახორციელებდა. ამერიკული მხარის მიერ 2018 წელს გადმოცემული სადარაჯო ხომალდი "ოჩამჩირე" წელს აღნიშნულ წვრთნებში პირველად ჩაერთო. ყოველწლიური საერთაშორისო საზღვაო სწავლება "Sea Breeze 2019" ნატოს პროგრამის - „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ (PFP) ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების ევროპის სარდლობის (USEUCOM) ორგანიზებით ჩატარდა. "SEA BREEZE" უკრაინაში 1997 წლიდან იმართება. წელს სწავლებაში ალიანსის წევრი და 19 პარტნიორი ქვეყნის 3 ათასზე მეტი მოსამსახურე, 32 მცურავი საშუალება და 24 საფრენი აპარატი მონაწილეობდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი სწავლებაში 2009 წლიდან მონაწილეობს. NS
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)