16:06 - 20 Aug, 2026
|
2019-07-21 13:10:54, 4880 ნახვა
მსოფლიო
უკრაინაში დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება
უკრაინაში დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება. არჩევნებში 22 პარტია მონაწილეობს, რომელთა პარტიულ სიებში 2 747 კანდიდატია. ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში სულ 3 083 კანდიდატი იყრის კენჭს. მათგან ნახევარი დამოუკიდებლად მონაწილეობს არჩევნებში. 225 დეპუტატს პროპორციული სიით ირჩევენ, 199-ს კი მაჟორიტარულით. უკრაინული მედიის ინფორმაციით არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ამომრჩევლის ნაწილმა საკუთარი ხმა უკვე დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ სააკაშვილის პარტია "ახალ ძალთა მოძრაობა" უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)